23:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 14:12:47, 1755 ნახვა

კომენტარი
გომელაური 20 ივნისის საქმეზე: სპეცრაზმელმა საკუთარი ქმედება შეაფასა და არა მთლიანად ოპერაცია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, ჩვენებას გამოეხმაურა, რომელშიც სპეცრაზმელი ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სროლის აუცილებლობა არ იყო.

როგორც მინისტრმა განმარტა, სპეცრაზმელმა ამით კონკრეტულ მომენტში საკუთარი ქმედება შეაფასა და არა მთლიანად ოპერაცია.

"პეცრაზმელმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა - ვთქვათ, არასწორი მიმართულებით ისროლა. ის, რომ შტურმის საშიშროება არ იყო და ძალა არ იყო გამოსაყენებელი, ეს არ უთქვამს. სროლის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, კონკრეტულად, სადაც მან გაისროლა და რომელიმე მოქალაქე დააზიანა - ამაზე იყო საუბარი. მას მთლიანი ოპერაცია არ შეუფასებია და რიგით სპეცრაზმელს არც აქვს უფლება შეაფასოს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics