23:29 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 12:39:45, 2009 ნახვა

კომენტარი
გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე: ოპერაციის დროს სპეცრაზმელი თავად წყვეტს გაისროლოს თუ არა - მინისტრს არ ეკითხება

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. 

ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, ღონისძიებაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თითოეული წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. 

„მივაწოდე ინფორმაცია, რა ბრძანებები გავეცით, ვისი ნებართვით დაიწყო ღონისძიება, რაც საჭირო იყო, ყველა ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას. მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წელი მომიწია მუშაობა. იქ მე ვწყვეტ, უკვე უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. ამას არ ეკითხები, ბატონო მინისტრო, ცეცხლი გავხსნა თუ არ გავხსნა. იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერი.
პროკურატურა იძიებს საქმეს. თუ მოხდა გადაცდომა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გვითხრას, მე ვერ შევაფასებ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ოპერაციის დაწყებას წყვეტს მეთაური, სპეცდანიშნულების რაზმის და არა მინისტრი. კონკრეტულ სროლას წყვეტს ინდივიდუალური სპეცრაზმელი", -  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გამოკითხეს. გომელაურთან ერთად დაკითხვაზე მისი ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics