|
2019-10-25 16:55:53, 4143 ნახვა
მსოფლიო
ეკატერინა ზელენსკაია იაპონიის იმპერატორის კურთხევაზე „არასწორი“ კაბით მივიდა
22 ოქრომბრიდან იაპონიას ახალი იმპერატორი, ნარუჰიტო ჰყავს. ამ დიდ ამბავთან დაკავშირებით, ქვეყანაში მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან მაღალი რანგის სტუმრები ჩავიდნენ. დიდ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ეკატერინასთან ერთად მივიდა. უკრაინის პირველ ლედის ულამაზესი ლიმონისფერი კაბა, ხელის ჩანთა და ხელთათმანი ეკეთა. ცერემონიამ ბრწყინვალედ ჩაიარა, მაგრამ როდესაც სურათები უკრაინის სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, მომხმარებლების მხრიდან რეაქცია არც თუ ისე სახარბიელო იყო. უკრაინელების კრიტიკის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მათ პირველ ლედის ყვითელი ფერის კაბა ეცვა. საქმე იმაშია, რომ იაპინიაში ჯერ კიდევ VIII საუკუნიადან ყვითელი და მისი ყველა ელფერი მხოლოდ იმპერატორის და მისი ოჯახის წევრების ფრად ითვლება. ამდაგვარი კანონი რა თქმა უნდა აღარ არსებობს, მაგრამ როგორც ყველამ ამომავალი მზის ქვეყანაში ტრადიციებს, როგორც არსად სხვაგან ისე იცავენ. უკრაინელები თვლიან, რომ ზელენსკის ცოლს პროტოკოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რადგან ასეთ ნიუანსებს სწორედ ეს სამსახური ამოწმებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)