|
2019-10-25 14:58:42, 1308 ნახვა
კომენტარი
სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნატო-ს ხომალდების შემოსვლა საქართველოს მხარდაჭერის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი - ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდი TCG AMASRA (თურქეთი). ბათუმის ნავსადგურში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. "ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს. გარდა ამისა, ვიზიტს აქვს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან ხდება ურთიერთთავსებადობის გაძლიერება ნატოს საზღვაო შენაერთებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ელემენტებს შორის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთობლივი წვრთნები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც მოიცავს ერთობლივ მანევრებს და წყალქვეშა უსაფრთხოების კომპონენტებს. ასევე, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები. ეს სწორედ ის ჯგუფებია, რომლებიც დეკლარირებულია ნატოს საზღვაო ოპერაციაში - "ზღვის მცველი", - განაცხადა თემურ კეკელიძემ. დახვედრის ცერემონიაში საქართველოში პოლონეთის საელჩოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. "საქართველო ნატოს ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ვიზიტი ალიანსსა და საქართველოს შორის ძლიერი და მზარდი პარტნიორობის დასტურია." - განაცხადა კაპიტანმა ალესანდრო ფალკონემ. ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ემზარ აბრამიშვილი ხომალდის მეთაურს, კაპიტან ალესანდრო ფალკონეს სანაპირო დაცვის ბაზაზე შეხვდება. პარალელურად, საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ეკიპაჟსა და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებზე მხარეები 28-30 ოქტომბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საზღვაო წვრთნების დეტალებზე შეთანხმდებიან. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)