21:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 14:50:28, 1060 ნახვა

საზოგადოება
ზურმუხტის ქსელის შესახებ საინფორმაციო და საკონსულტაციო სემინარები გაიმართა

ზუგდიდის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ზურმუხტის ქსელში შემავალი ტერიტორიების  ‘სამეგრელო 2-ის’, ‘რაჭა-ლეჩხუმისა’ და ‘სვანეთი-რაჭის’ მართვის გეგმების შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო სემინარები გაიმართა. 

სემინარების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება კონსერვაციის მაღალი ინტერესის მქონე ადგილების თაობაზე, სადაც ვხვდებით დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებს.

შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს ზურმუხტის ქსელში შემავალი ტერიტორიებისთვის კონსერვაციის კონკრეტული ღონისძიებები და შესაძლებლობები გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. ასევე, ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის, ტრადიციული პროდუქციის ფასეულობის ზრდის, ეკოტურიზმის და სხვა საკითხების შესახებ.

ზურმუხტის ქსელის განვითარება არის უმნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს 1979 წლის ბერნის ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის’’ განხორციელებას. 2009 წელს აღნიშნულ კონვენციას საქართველოც შეუერთდა, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულებები ველური ბუნების სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციის სტანდარტების ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა ამჟამად, საქართველოს ზურმუხტის ქსელი 39 ზურმუხტის საიტისგან შედგება. ამასთანავე, 7 საიტი არის ქსელში შესვლის კანდიდატი, ხოლო 12 შეთავაზებული. აღებული ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს ზურმუხტის ქსელის 3 საიტის მართვის გეგმები მზად უნდა ჰქონდეს  2023 წლისთვის, ხოლო  დანარჩენ 36 დანიშნული საიტის - 2024 წლისთვის.

საინფორმაციო და საკონსულტაციო ხასიათის სემინარები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში“ ფარგლებში სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics