23:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 16:50:09, 1444 ნახვა

კომენტარი
ხმალაძე - მეტროს მომხმარებელთა ნაკადის მატება შემდგომშიც გაგრძელდება და ეს ასეც უნდა იყოს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით,  მეტროპოლიტენის მომხმარებლის ნაკადის მატება ეკონომიკური აქტივობების ზრდამ გამოიწვია. 

ამასთამ, ხმალაძის თქმით, მეტროსა და ავტობუსებში მომხმარებელთა ნაკადის მატება შემდგომშიც გაგრძელდება და ეს ასეც უნდა იყოს.  

„აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას და მათგან გამოვიდეთ. შევხედოთ თბილისის მეტროპოლიტენის ბოლოდროინდელ ტენდენციებს. რატომღაც ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მეტროში ნაკადების მატება. რეალურად, მეტროში ნაკადები ყოველწლიურად მატულობს. თუ ყოველწლიურ მაჩვენებელს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მეტროს მოხმარება მინიმუმ 5%-ით ყოველწლიურად იზრდება. 2017-2018 და 2018-2019 წლების შედარებით მეტროს მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით, 11%-მდე გაიზარდა, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის. ამის მიზეზი ეკონომიკური აქტივობების ზრდაა, მაგრამ თუ ჩემს სიტყვებს დავუბრუნდებით, თბილისის მერმა ჩვენ თავიდანვე მიზნად დაგვისახა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. თუ გავიხსენებთ 1 წლის წინ ყველაზე დიდი პრობლემა მომრავლებული საცობი და დაბინძურებული ჰაერი იყო. ამ საკითხების გადაწყვეტა სატრანსპორტო სისტემაში ერთადერთია. მეტროს მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, კიდევ გაიზრდება და უნდა გაიზარდოს კიდევაც. ეს ჩვენი სატრანსპორტო სისტემის გადაწყვეტაა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანიც მისი მომხმარებლის გაზრდაა. როდესაც მიზანს ვაღწევთ და ეს მიზანი საზოგადოებისთვის სასიკეთოა, ნამდვილად უნდა გვიხაროდეს“, - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics