11:24 - 18 Aug, 2026
|
2015-07-17 16:02:55, 5704 ნახვა
რეგიონი
"ქართული ოცნების" ინიციატივით ფოთში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" ინიციატივით ფოთში, კლინიკურ საავადმყოფოში, სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციაში "ქართული ოცნების " ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრებთან ერთად პარტიის თავმჯდომარე, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, საქალაქო სამსახურისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ. აქციაზე 70-მდე მოხალისე დონორმა გაიღო სისხლი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. ფოთში განხორციელებულ სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციას სამედიცინო მომსახურება საქართველოს სისხლის ბანკის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა გაუწიეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)