11:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 14:48:04, 4502 ნახვა

მსოფლიო
ბანგლადეშში 19 წლის გოგოს ცოცხლად დაწვისთვის, 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბანგლადეშის სასამართლომ გოგოს ცოცხლად დაწვის საქმეზე ბრალდებულ 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

შეგახსენებთ, ბანგლადეშში, 19 წლის გოგო, რომელმაც სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადა, ცოცხლად დაწვეს. ნუსრათ ჯაჰან რაფი ქალაქ ფენიში ცხოვრობდა. 27 მარტს სკოლის დირექტორმა ის თავის კაბინეტში დაიბარა და მასზე სექსუალურად იძალადა. სანამ დირექტორმა მისი გაუპატიურება მოასწრო, გოგონამ კაბინეტიდან გაქცევა შეძლო. 

მოგვიანებით სკოლის დირექტორი დააკავეს, თუმცა ქალაქში საპროტესტო აქციები მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო. ისინი მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ. 

6 აპრილს გოგონა სკოლაში გამოცდის ჩასაბარებლად მივიდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ტანასკოლელმა ის სკოლის შენობის სახურავზე აიყვანა. სახურავზე მას კიდევ 5 თანასკოლელი ელოდებოდა, ისინი გოგონას საჩივრის უკან წაღებას აიძულებდნენ. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ის 10 აპრილს გარდაიცვალა.

 

ამ თემაზე ვრცელი მასალის სანახავად გადადით ბმულზე





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics