21:48 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 13:05:00, 1011 ნახვა

საზოგადოება
#სირცხვილიამ მთავრობის სხდომის პარალელურად, კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა

მთავრობის სხდომის პარალელურად, ადმინისტრაციის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა პერფორმანსი გამართეს. 

აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა მინისტრების იმიტაცია შეასრულეს. აქტივისტების თქმით, ისინი „გავრილოვის ღამეს“ და გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ. 

„ქართული ოცნება“ რეალურად რუსული ოცნებაა. 2012 წლიდან ჩვენ ვართ მომსწრე მათ მიერ გამოცხადებული ღალატის. ისინი, თავიანთი რიტორიკით და ქმედებებით ემსახურებიან რუსულ ინტერესსა და დირექტივებს საქართველოში. დღეს „ქართული ოცნება“ დეკლარირებულად პრორუსული ხელისუფლებაა, რასაც მათი გულმხურვალე მხარდამჭერებიც ვერ უარყოფენ. ეს ძალა უკვე შვიდი წელია ცდილობს საგარეო კურსის დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით შეცვლას, რაც წარმატებით გამოსდით. ვფიქრობ, პროპორციულ არჩევნებზე უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ის პრორუსული ხელისუფლება, რომელიც აძლიერებს ქვეყანაში რუსულ გავლენებს სახლში უნდა გავუშვათ“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილე ნოდარ რუხაძემ.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics