|
2015-07-17 15:34:17, 455 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტებმა სერტიფიკატები გადასცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შსს-ს საექსპერტო მთავარი სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემა გაიმართა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა გაიარეს სწავლება სახელწოდებით „შემთხვევის ადგილის დათვალიერების ზოგადი კურსი“. ხუთდღიან ტრენინგში საქართველოს მასშტაბით მომუშავე ოცმა ექსპერტ-კრიმინალისტმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგი აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტებმა ჩაატარეს. ქართველმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია ნივთმტკიცებათა აღმოჩენის, დაფიქსირების და ამოღების, შემთხვევის ადგილის დაცვის კუთხით. სწავლების ფარგლებში, გაიმართა ფეხსაცმლის და საბურავის კვალის ამოღების მეთოდების შესწავლაც. ექსპერტები ასევე გაეცნენ კრიმინალისტიკის თანამედროვე ტექნოლოგიებს. ტრენინგის მსვლელობისას გაიმართა სწავლება „შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება“. შსს-ს საექპერტო მთავარი სამმართველო აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროსთან აქტიურად თანამშრომლობს და ქართველი კრიმინალისტები მსგავს სწავლებებში და გაცვლით პროგრამებში პერმანენტულად მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)