|
2019-10-24 10:31:32, 1484 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: მხარდამჭერი აქტი ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის ურთიერთობას, რომელიც აშშ-სთან გაგვაჩნია
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გაგვაჩნია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და დასძინა, რომ აქტის დამტკიცება ერთხმად მოხდა. „მინდა აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ აქტში არის ხაზგასმული: პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ხაზგასმულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს უსაფრთხოების კონტექტის გაძლიერების აუცილებლობა და ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც იყო გამოთქმული ამ აქტში, შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, თუმცა, ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკური კომპონენტი ამ აქტის და ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურება. ეს ყველაფერი სრულად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ასევე მინდა გულწრფელად გითხრათ, ეს არის დადასტურება იმ წარმატებული რეფორმების და დემოკრატიზაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა, ჩვენ იგივე შემართებით კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)