|
2019-10-23 15:40:30, 1753 ნახვა
ეკონომიკა
Cerberus Frontier-ის უფროსი მმართველი დირექტორი - რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო საქართველოშია
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო ბაზრის შეფასებას განაგრძობენ. მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე, Cerberus Frontier-ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა, ალექსანდერ ბენარდმა საქართველოს მიმართ კომპანიის ინტერესზე და ბიზნესისთვის მიმზიდველ სექტორებზე ისაუბრა. ამერიკული საინვესტიციო, ე.წ. ექვითი კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქვს და ქვეყანა მათთვის საინტერესოა. „CEREBUS-ი გახლავთ დიდი ამერიკული კერძო კაპიტალის ფირმა, ჩვენ ვფლობთ ბიზნესებს ამერიკაში, ჩვენ ასევე ამერიკაში გვაქვს მაღაზიები, საავადმყოფოები, ვართ „დოიჩე ბანკის" და "კონვერს ბანკის" აქციონერები, გვაქვს 45 მილიარდიანი ბიზნესი სხვადასხვა სექტორებში. ჩემი როლი, როგორიც თანახელმძღვანელის, CEREBUS-ში გახლავთ, აღმოვაჩინო მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი ადგილები. ვპოულობ ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით არ არის სათანადოდ შეფასებული და არ შედის ბაზარზე შესაბამისი ინვესტიციები. ჩვენ გვინდა, ვიპოვოთ ასეთი ქვეყნები და დავდოთ ფსონი მათზე. მე ვეძებ ისეთ ბაზრებს, რომლებიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე არსებობს ზოგადი აღქმა მათ მიმართ. ასეთი შესაძლებლობები მე ვიპოვე საქართველოში. ევროპაში უკეთესად იცნობენ საქართველოს, ამერიკაში თუ ჰკითხავთ ადამიანს, რა არის საქართველო, გიპასუხებენ, რომ ეს არის პატარა ქვეყანა რთული მეზობლებით, მაგრამ როცა აქ ჩამოხვალ და თავად ნახავ, ფიქრობ, რომ ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ასეთი აღქმიდან. სასტუმროში ხარ და ფიქრობ, რომ ნიუორკში ან ლონდონში ხარ, ამინდიც უკეთესია, ლონდონს თუ შევადარებთ. ელაპარაკები აქაურ პოლიტიკის შემქმნელებს და ხედავ, რომ მაღალი დონეა. რაც შეეხება ბიზნესს, ინვესტიციებს - გაცნობიერებული პოლიტიკის შემქნელები ჰყავთ. რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქაა. თუ დაფუძნდები საქართველოში, უზარმაზარი უპირატესობა გაქვს და შეგიძლია მარტივად გახვიდე ამ ქვეყნებზე. კარგი მარეგულირებელი გარემო, კარგი დაბეგვრის გარემო, ცხოვრების კომფორტული ხარისხი, ეს ძალზედ მიმზიდველი ადგილი გახლავთ. ჩვენი აზრით, შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა." - განაცხადა ალექსანდერ ბენარდმა. Cerberus Frontier-ის წარმომადგენელმა კონკრეტული სექტორებიც დაასახელა, სადაც ბიზნესის განვითარების პოტენციალს ხედავს: „ჩვენ ვფოკუსირდებოდით ენერგოსექტორზე, მაგრამ ახლა ვაფართოებთ არეალს, დიდ შესაძლობებს ვხედავთ ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, სასტუმროების ბიზნესში, - ალბათ იცით, სტატისტიკა ტურიზმთან დაკავშირებით ასტრონომიურ ციფრებს აღწევს. ასე რომ ბევრი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო ადგილია".
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)