|
2019-10-23 15:16:19, 1877 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: როცა მოსამართლეობის კანდიდატი არ პასუხობს დეპუტატის კითხვას, ეს თვითონ კანდიდატისთვისაა დამაზიანებელი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე დეპუტატის კითხვას პასუხი არ გასცა. ამ ფაქტს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „არ მგონია, რომ ეს თქვენ სასიკეთოდ წაგადგეთ იმიტომ, რომ რაც არ უნდა განსხვავებული აზრები გვქონდეს მე და, მაგალითად, ლევან გოგიჩაიშვილს, რაც არ უნდა არ მომწონდეს მისი აზრი ან მას არ მოწონდეს ჩემი აზრი, თუ მე აღმოვჩნდები იმ სიტუაციაში, სადაც ფორმატი პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა, მე გავცემ აუცილებლად. ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საწინააღმდეგო ქმედება ჩემთვის დამაზიანებელია. აქედან გამომდინარე, თქვენგან ველი პასუხს, რატომ გადაწყვიტეთ, რომ საკომიტეტო მოსმენის დროს დეპუტატის შეკითხვაზე, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო, პრინციპულად არ გაგეცათ პასუხი", - მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა მდინარაძემ. პაატა სილაგაძის განმარტებით, ის სატელევიზიო სიუჟეტები და ის დამოკიდებულებები, რაც ეკა ბესელიას კონკრეტულად მის მიმართ აქვს, იმდენად არაობიექტურია, რომ აქედან გამომდინარე არ გასცა პასუხი. კანდიდატი არაობიექტურობას ხსნის იმ ფაქტით, რომ ეკა ბესელიას შვილის საქმე სწორედ მის მიერ იყო განხილული, რის გამოც დეპუტატი მის მიმართ სუბიექტური იქნება. „როცა პირველად იყო ჩემი კანდიდატურა ნომინირებული ათკაციან სიაში, იქიდან მოყოლებული ბესელია იმეორებს: „ ჩემი შვილის მოსამართლეა", „ჩემი შვილი არის უდანაშაულო", და აქაც ამით დაიწყო საუბარი. სწორედ ამის გამო არ ვუპასუხე მის კითხვებს", - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)