|
2019-10-23 15:01:10, 1690 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო თავისუფალია კორუფციისგან და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მარტივი ქვეყანაა
კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ფინანსური ოფიცერი უილიამ მარკშტეინი ბათუმში ლოგისტიკური ჰაბის შექმნის პერსპექტივაზე საუბრობს. კერძოდ, ამის შესახებ მან „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ჩატარებულ საინვესტიციო პანელზე „საქართველოს განვითარება - მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა" ისაუბრა. როგორც უილიამ მარკშტეინმა განმარტა, საუბარი შეეხება ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირებას - ბაქოს გავლით და რკინიგზით ბათუმში. ბიზნესმენის განცხადებით, პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის დარწმუნებულია, რომ ეს მარშრუტი სტაბილური იქნება. „ეს ძალიან კარგი პროექტია. მოგეხსენებათ, პოლიტიკური სიტუაცია ირანსა და არასტაბილურ ქვეყნებში რთულია და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მარშრუტი სტაბილური იქნება", - აღნიშნა მან. უილიამ მარკშტეინის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა მას საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან საინტერესოს და პერსპექტიულს ხდის, განსაკუთრებით აზია-ევროპის სატრანზიტო მარშრუტებისთვის. ამასთან, მისი ინფორმაციით, უკვე არსებობს ორი ახალი ქარხნის პროექტი უზბეკეთსა და თურქმნეთში: „ხუთი მილიონი ტონა დაახლოებით შვიდ მილიონ ტონამდე გაიზრდება და ეს ტვირთი გლობალურ ბაზარზე გასასვლელს ელის - კასპიის ზღვისა და საქართველოს გავლით. რკინიგზის სისტემის თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგია. ვიცით, რომ ძალიან სანდო იქნება ჩვენი პროექტისთვის, რომ შეიქმნას ლოგისტიკური ჰაბი - გვინდა, შევქმნათ ბაქოსა და ბათუმში. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის სტაბილური და ეფექტიანი სავაჭრო მარშრუტი, შეგიძლია დაეყრდნო, რომ მომწოდებლებმა მუდმივად გააგრძელონ პროდუქტების ტრანსპორტირება წარმოების შემდეგ, - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო ფაქტორი ჩვენთვის", - განაცხადა უილიამ მარკშტეინმა. კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში არსებულ ბიზნესკლიმატს. „კიდევ ერთი საკითხი, ეს არის ზოგადად ბიზნესკლიმატი - მე საინვესტიცო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და ჩვენი მმართველობის კითხვა არის ყოველთვის შემდეგში: რა მდგომარეობაა საქართველოში კორუფციისა და სტაბილურობის თვალსაზრისით? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაუმჯობესება, ასევე მნიშვნელოვანია რეიტინგებში საქართველოს ადგილი, ის, რომ - თავისუფალია კორუფციისგან და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მარტივი ქვეყანაა", - აღნიშნა მან.
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)