|
2019-10-23 14:18:24, 1707 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველომ შექმნა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის“ - ENKA Power-ის გენერალური დირექტორი
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის მშენებლობის და გაფართოების პროცესის დროს და მოგვიანებით, ნამახვანის პროექტის განვითარებისას, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გააკეთა გლობალური ინტეგრაციის მიმართულებით, შექმნა რა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის", - ამის შესახებ თბილისის აბრეშუმის გზის მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე ENKA Power-ის გენერალური დირექტორმა ფატიჰ გიუვენმა განაცხადა. თურქეთში დაფუძნებული უმსხვილესი გლობალური საინჟინრო-სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, გამჭვირვალეობა და საინვესტიციო გარემოს მხარდაჭერის მიმართ მთავრობის უცვლელი პოზიცია არის ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად და მისი შეფასებით, აღნიშნული წამყვან პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში. „აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი დაემთხვა ნამახვანის პროექტის დაწყებას, შემდეგ შეიცვალა მთავრობა, მინისტრები, კანონები, მაგრამ ერთგულება გახსნილი ბაზრის მიმართ, უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნის მისწრაფებები არ შეიცვალა, რაც ძალზედ აღსანიშნავი იყო ჩვენთვის. გამჭვირვალეობა და შესაბამისობის დონე სამთავრობო სექტორში გახლავთ ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად და ჩვენ დავინახეთ რომ ეს იყო აღქმული, როგორც ერთ ერთი წამყვანი პრიორიტეტი საქართველოში." - აღნიშნა გიუვენმა. ENKA Power-ის გენერალური დირექტორმა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების მიმზიდველობასა და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა. „საქართველოს არ სჭირდება მრავალი სტიმულების შექმნა, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ლიდერის პოზიცია ბიზნესის წარმოების სიმარტივის და პირდაპირი ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენთვის ენერგოდამოუკიდებლობაც გახლავთ ძირითადი ფაქტორი სტაბილურობისთვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ჰიდროენერგეტიკული შესაძლებლობებით საქართველოს ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. საქართველოს აქვს საუკეთესო შანსები მიაღწიოს ჰიდრო დამოუკიდებლობას, რასაც დასჭირდება ინვესტიციები, გადაცემის ხაზები, ქსელები, დიდი ჰიდრო პროექტების განხორციელება განახლებადი ენერგორესურსების თვალსაზრისით. ასევე, სტრატეგიული განლაგების თვალსაზრისით, საქართველო გახლავთ უნიკალური დერეფანი ტრანზიტული ნაკადისთვის ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით. მას სჭირდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. საჭიროა პირდაპირი ინვესტიციები და საქართველო ამას მიაღწევს, არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ შესრულების თვალსაზრისით რეალიზებას“, - განაცხადა თემატურ პანელზე გამოსვლისას ფატიჰ გიუვენმა.
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)