|
2019-10-23 13:07:58, 1093 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ბერიძე: საქართველოს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის ჰაბი გახდეს
აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებ ისაუბრა გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელმა. ირაკლი ბერიძის განცხადებით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. „მოხარული ვარ, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საუბარი მიმდინარეობს. საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიმართ და საქართველოს პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით, რომ ჰაბი გახდეს. ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები მუშაობენ ეროვნულ სტრატეგიებზე, ახორციელებენ ინვესტიციებს. მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ დიდი მოძრაობის ნაწილი ხდება. საქართველოს დიდი პროგრესი აქვს. მოხარული ვიქნები, რომ საქართველოს დახმარება გავუწიოთ და დაარსდეს ხელოვნური ინტელექტის ცენტრები, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები საქართველოში."-განაცხადა ირაკლი ბერიძემ. გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ხელოვნურ ინტელექტს დიდი პოტენციალი გააჩნია.
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)