|
2019-10-23 11:50:26, 1748 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა, თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ბაგრატიონმა საკუთარი სურვილით მიიღო. მერმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენ იცით, რომ შარშან განვახორციელოთ მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მთლიანად მოხდა სამსახურის რებრენდინგი, გაიზარდა მისი ფუნქციები, დავამატეთ თანამშრომლები. დღეს ჩვენ გვყავს ფუნქციური, აქტიური, ეფექტური მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ უბანში შეიმჩნევა. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ბაგრატიონს, რომელსაც მინდა მადლობა გადავუხადო საქმიანობისთვის. ის ტოვებს თანამდებობას თავისი გადაწყვეტილებით. მიდის სხვა სამსახურში, რასაც ცოტა მოგვიანებით გავიგებთ. გულწრფელად მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ამ ორი წლის განმავლობაში მართლაც ბევრი საინტერესო ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. დარწმუნებული ვარ, სადაც გიორგი მიდის, იქაც წარმატებული იქნება. მომავალ საქმიანობაში მინდა წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ბაგრატიონი 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო, 2016 -2017 წლებში სამგორის რაიონის გამგებელი, ხოლო 2017 წლიდან თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)