|
2019-10-22 18:41:51, 1847 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ICT-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობა განიხილა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს არანჩა გონსალესს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, მათ შორის: ხარისხის ინფრასტრუქტურის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაციის, აგროტურიზმისა და სხვა მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა მომსახურების ექსპორტის მნიშვნელობაზე. როგორც შეხვედრისას არანჩა გონსალესმა განაცხადა, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს და ჩაერთოს, რათა შეიქმნას უფრო მეტი კავშირები ბიზნესებს შორის, მოხდეს პარტნიორების პოვნა, გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და კომპანიები უფრო პროდუქტიული გახდნენ. „მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა უფრო ინტენსიური უნდა გახდეს, რაშიც მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ინოვაციურ მიდგომებსა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომ კომპანიებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ტენდენციებს. ამაში ჩვენი როლიც აქტიური იქნება", - განაცხადა არანჩა გონსალესმა ნათია თურნავასთან შეხვედრაზე. თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა. მინისტრმა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ასევე გააცნო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები. ნათია თურნავას თქმით, ეს პროგრამები ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდას და ეხმარება მათ პროდუქტის ექსპორტში ევროკავშირის ბაზრებზე. მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ბაზრების მეტად ათვისება და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)