02:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 18:12:18, 1782 ნახვა

ეკონომიკა
უანგ ლეი - საქართველო ცდილობს, წარმატებულად გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის (TCC) ვიცე-პრეზიდენტმა უანგ ლეიმ ენერგომომარაგების თანამედროვე ტენდენციებზე, საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე და ამ მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა.

„მომდევნო საუკუნეში ბუნებრივი აირი იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი  ელექტროენერგიის სექტორისთვის, არამხოლოდ მწვანე გადაწყვეტილებები იქნება მიღწეული, არამედ - ნაკლები ემისია და ნაკლები კვალი. საქართველო ცდილობს წარმატებულად დაიკავოს ხიდის როლი ევროპის მიმართულებით და გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის. ჩვენ პროექტს ვახორციელებთ საქართველოში, ამიტომ კარგად შევისწავლეთ ეს ქვეყანა, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ამ რეგიონში. ამჟამად, გარდაბანის პროექტზე ვმუშაობთ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით. საქართველოში კარგი რესურსია ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის . განსაკუთრებით ზამთარში ჩვენ ვხედავთ მზარდ მოთხოვნას , რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ჰიდრორესურსები. ელექტრომომარაგების თვალსაზრისით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ელექტრო უსაფრთხოებას ელექტრო საწარმოს აგებით. ჩვენ ვხედავთ რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა სრული წყვეტა ელექტროენერგიის მოწოდების ამ საწარმოს მეშვეობით კვლავ გაგრძელდება ელექტროენერგიის მოწოდება და განაწილება მომხმარებლებზე“, - განაცხადა  უანგ ლეიმ.

პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ", TCC-ის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესიული კადრების მომზადების კუთხით არსებულ მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება. „ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკულ სექტორში, მზარდ მოთხოვნას ვხედავთ ინჟინრებზე, კვალიფიციურ პერსონაზე რაც გააუმჯობესებს პროფესიონალურ მომსახურეობას. იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მივიღეთ ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მომავალში გვინდა ხელი შევუწყოთ „სიცოცხლის ციკლის" პროექტებს საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც", - აღნიშნა ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის წარმომადგენელმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics