14:07 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 17:34:48, 2601 ნახვა

პოლიტიკა
„შენ, ბიჭო, შ*გ ხომ არ გაქვს? - რა დაგემართება, მაგას განახებ“ - გოგიჩაიშვილი და ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია, დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს დაუპირისპირდა. 

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ითხოვეს ნებართვა, რომ გიორგი მიქაუტაძისთვის კითხვა ვატო შაქარაშვილს დაესვა.

ამის საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს უთხრა, რომ არსებობს პარლამენტის მიერ შემუშავებული წესები, რომლის მიხედვითაც მოქალაქემ წერილობით უნდა მიმართოსდა თავმჯდომარე შეკითხვას გაახმოვანებს. 

"აქ რომ ეს [მიქაუტაძე] ზის, არის შენი სირცხვილი. ამ ზონდერს საშუალება რომ მიეცით, აქ იჯდეს," - მიმართა გოგოჩაიშვილმა ბერაის, რასაც უკანასკნელის გაღიზიანება მოჰყვა.

"მე არაფრის მცხვენია, წესიერად ილაპარაკე", - უპასუხა ბერაიამ გოგიჩაიშვილს, რის შემდეგაც გოგიჩაიშვილმა ბერაიას "ჩირგვებში დამალული ადამიანი" უწოდა.

საბოლოოდ ბერაიამ გოგიჩაიშვილის მისამართით უცენზურო ლექსიკა გამოიყენა. „შენ, ბიჭო, შ*გ ხომ არ გაქვს?

„მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, მაგას განახებ. რამის თავი მაინც გქონდეს", - მიმართა გოგიჩაიშვილმა ირაკლი ბერაიას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics