|
2019-10-22 17:21:50, 1649 ნახვა
ეკონომიკა
SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას“ შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან", - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ", SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოკარ ჯორჯიამ საქართველოში აბონენტების რიცხვი 750 000-მდე გაზარდა. „სოკარ ჯორჯიამ" მომხმარებლების რაოდენობა 48%-დან 76%-მდე გაზარდა, რაც რიცხვებში 750 000 აბონენტამდეა. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მიმწოდებელი ორგანიზაცია", - განაცხადა იაშარ ლატიფოვმა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სოკარის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა პროფესიული კადრების მომზადების და გარემოს დაცვით პროგრამებს. „უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა თანხების მიმართვა საერთაშორისო ცოდნის გაღრმავებაზე, პროფესიულ განათლებაზე ბაქოს უმაღლესი ნავთობის სკოლის განვითარებაზე, ეს ქმნიდა ფუნდამენტურ საფუძველს ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად. რაც შეეხება გარემოს დაცვით საკითხს, უპრეცედენტო, მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდა მიწისქვეშა რესურსების მოპოვების თვალსაზრისით. 7 ქვეყანა არის ჩართული გაზის მიწოდებაში აღმოსავლეთ ქვეყნების ბაზრებზე, ვიცით, რომ ევროპამ დაისახა ამოცანა 40%-მდე შეამციროს კარბომონოქსიდის წარმოება და გამონაბოლქვი. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამას".- განაცხადა ლატიფოვმა.
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)