14:18 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 13:00:13, 581 ნახვა

საზოგადოება
ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები გამოცხადდა

დღეს ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ წლევანდელი ფინალისტები დაასახელა. კონკურსზე წარდგენილი 315 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე, 46 საუკეთესო მოხვდა.

ამით კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. „საბას“ წლევანდელი გამარჯვებულები კი სექტემბერში, “საბას” რიგით მე-13 საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდებიან. კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და დააჯილდოვებს „საბას” პრიზითა და ფულადი პრემიებით.
საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.

წელს „საბას“ კიდევ ერთი სიახლე აქვს: მისი მედია პარტნიორი ტელეკომპანია „იმედი“ გახდა. „საბას“ წლევანდელ დაჯილდოებას, პირდაპირ ეთერში, სწორედ „იმედის“ მაყუირებელი იხილავს და შეაფასებს.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ-ცენტრმა. 

 პრემიის მიზანია გასული წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები, უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი და, ასევე, ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანები. ცალკე გაიცემა პრემია “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”.

ჟიურის მიერ ფინალისთვის შერჩეული წიგნები შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონული წიგნების სახლში „საბა“, ვებგვერდზე: saba.com.ge 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics