10:04 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 16:20:04, 2069 ნახვა

კომენტარი
​ადვოკატი - მელია არათუ ძალადობის ორგანიზატორია, არამედ საზოგადოებას დამშვიდებისკენ მოუწოდებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა წარიმართა.

მელია დღეს სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა. ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, ვინაიდან წინა სასამართლო სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დარბაზიდან გააძევეს, დღეს მას პროცესზე დასწრების უფლება არ ჰქონდა.

„ერთადერთი, რაც ბრალდებას წარმოდგენილი აქვს და რაზედაც ცდილობენ ააგონ მთელი პოლიტიკური კონტექსტით მოტივირებული საქმე, ეს არის ნიკა მელიას საჯაროდ გამოსვლა ტელევიზიაში, სადაც იგი საუბრობს მშვიდობიან და კონსტრუქციულ გადანაცვლებაზე პროტესტის გასაგრძელებლად საქართველოს პარლამენტში. მაშინ, როდესაც დაცვის მხარეს წარდგენილი გვაქვს პირდაპირი მნიშვნელობით მტკიცებულებები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ ნიკა მელია, არათუ ორგანიზატორი ან ხელმძღვანელია ძალადობის, არამედ იგი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მოლაპარაკება არის უალტერნატივო და უნდა დამშვიდდეს სიტუაცია“, - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics