00:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 15:44:35, 1754 ნახვა

კომენტარი
თურნავა: „რუსთავის აზოტში“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ადასტურებს, რომ ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება

მიხარია, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უმსხვილესი ინდუსტრიული ფლაგმანის „რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავში, „რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „რუსთავის აზოტის" მიერ  ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება.  

„ჩვენ წელს გავხსენით ელექტროენერგიის ბაზარი და ისეთი მსხვლი მწარმოებლები, როგორიც არის „რუსთავის აზოტი", გამოვიდნენ კონკურენტულ ბაზარზე, დაიწყეს ზურნვა ენერგოეფექტურობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე. ის ორთქლის რესურსი, რომელიც აქამდე ფუჭად იფრქვეოდა ატმოსფეროში, ახლა იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამის ხარჯზე საწარმო 20%-ით შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, დაზოგილი ფულადი რესურსით კი იმ 2 ათასი ადამიანის ხელფასებს გაზრდის, ვინც აქ არის დასაქმებული", - განაცხადა ნათია თურნავამ.

რუსთავის „აზოტის" ტერიტორიაზე ​კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) გაიხსნა, რომელიც კომპანია „სიმენსის" ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.
ექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზე გამოიყოფა და აქამდე არ გამოიყენებოდა. ელექტროსადგური საწარმოს წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20 პროცენტს უზრუნველყოფს.
კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის „რუსთავის აზოტმა" 5,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია  განახორციელა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics