|
2019-10-21 15:42:25, 2004 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პარალელური ღონისძიება გაიმართა
ტექნოპარკში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პარალელური ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს. სადისკუსიო პანელში მონაწილეობდნენ ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ექსპერეტები: მარკო მარნი - Solution Professional Data & AI at Microsoft CEE Multi Country; ირაკლი ბერიძე - გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი (UNICRI) ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ Machine Learning-ის ვორქშოფს უძღვებოდა ტექნოლოგიების ოფიცერი და მენტორი, ავსტრიული სტარტაპის MLreef -ის დამფუძნებელი რაინერ კერნი. ვორქშოფის მიზანია ტურიზმის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ახალი იდეების გენერირება და აბრეშუმის გზის ქვეყნებში საქართველოს ისტორიული როლის ახლებურად წარმოჩენა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წამყვან ინდუსტრიებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ვინაიდან აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმი, აღნიშნული პარალელური ღონისძების მთავარი აქცენტები გაკეთდა ტურიზმის სექტორში ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების როლზე და მათი საშუალებით ეკონომიკის განვითარების დაჩქარებაზე.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)