02:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 13:43:05, 1559 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - პირი, რომელმაც ხაზარაძეს მუქარის წერილი გადასცა, ჩვენების მისაცემად მზად არის

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გაგზავნილი „მუქარის წერილზე“ 17 ანაბეჭდია აღმოჩენილი. 

გარდა ამისა, კორძაძის მტკიცებით, ადამიანი, რომელმაც ხაზარაძეს სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გადასცა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენების მისაცემად მზად არის.

„ამ საქმესთან დაკავშირებით შუამავალი არ არსებობდა. როგორც კი გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე რეალურად, პირი, რომელმაც წერილი მოიტანა, გამოცხადდება და ჩვენებას მისცემს. ის მზადაა ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა ადვოკატმა.

აღსანიშნავია, რომ კორძაძემ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა ჟურნალისტებს ელექტრონულად დაურიგა. მისივე თქმით, ეს დაცვის მხარის ერთ-ერთი დაცვის ბერკეტია. 

"მარტო ექსპერტიზის დასკვნაც კი საკმარისია, რომ წარვადგინოთ პროკურატურაში, მაგრამ, რომ აღარ ითქვას, დედანი რატომ არ მოიტანეთ, ამიტომ, გადავწყვიტეთ წერილის რიგინალი პროკურატურაში წარვადგინოთ", - განაცხადა კორძაძემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics