|
2015-07-17 10:01:07, 547 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ტასოევი: მადლობა საქართველოს სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღიარებისთვის
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ მან ფაქტობრივად სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა“,-ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დიმიტრი ტასოევმა სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიასთან“ საუბარში განაცხადა. „მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ მან თავისი განცხადებებით ამასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუ თბილისი ამას გააკეთებს დე იურე, შევძლებდით ერთობლივად შევდგომოდით ჩვენი ქვეყნის საზღვრების დემარკაციასა და დემილიტარიზაციას, რაც მოხსნიდა ბევრ კითხვას“, - აღნიშნა ტასოევმა. ტასოევმა ასევე დასძინა, რომ „ბაქო-სუფსის მილსადენის უსაფრთხოებას საოკუპაციო რეჟიმი მხოლოდ მაშინ უზრუნველყოფს, თუ British Petroleum-ი ამაში ფულს გადაიხდის“. ამასთან, მისივე თქმით, მილსადენი დიდი ხანია მათ ე.წ. ტერიტორიაზეა და აქამდე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)