|
2019-10-19 16:27:47, 2295 ნახვა
საზოგადოება
გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი იქნება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად" ერთ-ერთი სპიკერი გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის (UNICRI) ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე იქნება. ირაკლი ბერიძე 2014 წლიდან უძღვება მის მიერ ინიცირებულ გაეროს პირველ პროგრამას ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის მიმართულებით. მის სახელს უკავშირდება გაეროს გენერალურ ასამბლეასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება, გავრცელებულ საფრთხეებთან და რისკებთან გამკლავების გუნდური გადაჭრის გზების მოძიება, აგრეთვე იმ გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება, რომელთა საშუალებითაც AI-ს შეუძლია ხელი შეუწყოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ირაკლი ბერიძეს აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მრავალმხრივ მოლაპარაკებებში. ასევე მთავრობებთან, გაეროს სააგენტოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კვლევით ცენტრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და სხვა პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროგრამების შემუშავებაში. ირაკლი ბერიძე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრია, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელოვნური ინტელექტის გლობალური საბჭოსა და ევროკომისიის ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის საექსპერტო ჯგუფის წევრი. იგი ასევე არის მთავრობათა და საერთაშორისო ორგანიზაციების მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებასთან, განვითარებად ტექნოლოგიებთან, ინოვაციებთან და ახალი ტექნოლოგიების მზარდ პოტენციალთან დაკავშირებულ მრავალ საკითხში, განსაკუთრებით დანაშაულის პრევენციის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლი ბერიძე ხშირად კითხულობს ლექციებს და ატარებს შეხვედრებს ისეთ თემებზე, რომლებიც ეხება ტექნოლოგიურ განვითარებას, ექსპონენციალურ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და რობოტექნიკასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. არის ავტორი საერთაშორისო გამოცემებში დაბეჭდილი მრავალი პუბლიკაციისა. 2013 წელს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისთვის (OPCW) მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის დროს იყო ჯილდოს მიმღები პირი.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)