22:50 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 11:00:24, 1514 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი - ერთ-ერთ ბინაში გაუმართავი წყალგამაცხელებელი იყო დამონტაჟებული

"თბილისის ენერჯი" წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, იმ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაუმართავი წყალაგამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.  

კერძოდ, როგორც მიქიაშვილმა განმარტა, კომპანიის წარმომადგენლებმა კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი რამდენიმე ხნით ადრე ჩახსნეს და ამის დამადასტურებელი საბუთიც არსებობს. 

"უახლოეს წუთებში, მედიის წარმომადგენლები მიიღებენ იმ საბუთს, რომელზეც ჩვენი თანამშრომელი აფიქსირებს, რომ გაუმართავი წყალგამაცხელები, რომელიც იყო დამონტაჟებული ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, სადაც მოხდა აფეთქება, რა თქმა უნდა, წინასწარ დაზუსტებით, ყველაფერზე საუბარი შეუძლებელია. იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ხელმეორედ კუსტარულად დამონტაჟება. მივმართავ ყველა აბონენტს, კუსტარულად დამონტაჟებულ დანადგარებთან დაკავშირებით, არა ერთი შეტყობინება გავრცელდა კომპანიის მიერ, ისინი არ არიან საკუთარი თავის და საკუთარი ოჯახის წევრებზე პასუხისმგებელი, ამით საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს, საფრთხეს უქმნიან მეზობლებს. ასევე, შესაძლებელია, რომ ნებისმიერი ადამიანისგან შემოსული ზარის შედეგად, "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები დროულად ამოწმებენ ყველა მისამართს. ერთ-ერთ ბინაში, ჩახსნილი იყო წყალგამაცხელებელი, სადაც მითითებული იყო, ხელმოწერა იყო ბინის მფლობელის, რომ მან ჩაიბარა ეს დოკუმენტი და ეწერა, რომ ეს წყალგამაცხელებელი იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. მეოთხე სართულზე მდებარე ბინას ვგულისხმობ, სადაც მოხდა აფეთქება“, - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გურამიშვილზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, პირველად ინფორმაციით, ის კორპუსში, ერთ-ერთ სართულზე დაგროვილმა გაზმა გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაროებს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics