|
2019-10-19 10:35:25, 4351 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისა და პარტნიორების მხრიდან ერთხმად აღიარებულია ის წინსვლა, რომელიც რეფორმების ნაწილში გაგვაჩნია
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისა და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ერთხმად აღიარებულია ის წინსვლა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია რეფორმების ნაწილში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საუბრისას. მისის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ ყველა მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. „ჩვენი პარტნიორებისთვის განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რომ მიუხედავად იმ საგარეო შოკებისა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში გვაქვს ბოლო წლებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ 5%-იანი ზრდა, რომელიც მომავალი წლისთვის გვაქვს დაგეგმილი, საკმაოდ ამბიციური და გამბედავია ამ მოცემულობაში. მთავარია, რომ ამ ფონზე, ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ რეფორმების გზიდან. საუბარია, ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც მიმდინარეობს მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში, ასევე, უნდა გაგრძელდეს ინსტიტუციური, ფისკალური თუ სხვა რეფორმები. ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მდგრადად მივყვეთ ამ მიმართულებას და ისინიც გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)