07:31 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 18:37:54, 3947 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ნათია თურნავა ჩვენი კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრია, სხვა ყველაფერი არის ჭორები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამინისტროებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზეც მთავრობის ძალისხმევა მიიმართება.

გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადი ამოსავალი დრო, ეფექტურობა და ხარისხი იქნება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქონების მართვა. საპრივატიზებო ნუსხა უნდა იყოს შთამბეჭდავი - საინვესტიციო მიზიდულობის და ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისითაც. სულ მცირე, უნდა იყოს სხვადასხვა სიდიდის 100-120 ობიექტი. მოძებნეთ, რადგან სხვადასხვა უწყების ბალანსზეა საკმაოდ სერიოზული აქტივები, რომლებიც უბრალოდ მივიწყებულია და არ ფუნქციონირებს. ამ კუთხით ჩვენ გვჭირდება აქტიურობა და სწრაფი რეაგირება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ნათია თურნავა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი კი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია.

მთავრობის მეთაური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ასევე უწყებას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics