03:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 14:31:35, 3494 ნახვა

ეკონომიკა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელს მოდერაციას ცნობილი ეკონომისტი ნოურიელ რუბინი გაუწევს

22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელს  „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" მოდერაციას გაუწევს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ნოურიელ რუბინი.

ნოურიელ რუბინი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორია. ის ასევე არის Roubini Macro Associates, LLC– ს (ნიუ – იორკი) გლობალური მაკროეკონომიკური საკონსულტაციო ფირმის აღმასრულებელი დირექტორი და Rosa & Roubini Associates–ის თანადამფუძნებელი (ლონდონი).

დოქტორ რუბინის გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, მათ შორის  გლობალური მაკროეკონომიკური საკითხების შესახებ. თანაავტორია წიგნების სერიისა „პოლიტიკური ციკლები", რომელთა შორისაა ნაშრომები: „თეორია და მტკიცებულება" (MIT Press, 1997); „განვითარებადი ბაზრების ფინანსურ კრიზისებზე რეაგირება" (Institute for International Economics, 2004) და „კრიზისული ეკონომიკა: სწრაფი კურსი ფინანსების მომავალში" (Penguin Press, 2010). დოქტორ რუბინის შეხედულებებს გლობალურ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ციტირებს მედია, ხოლო თავად ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ბიზნეს-გადაცემებს.

მასზე ხშირად წერენ და კომენტარისთვის მიმართავენ New York Times Magazine-ში და სხვა წამყვან გამოცემებში. დოქტორ რუბინის შეხედულებებს ასევე ფართოდ აშუქებს Financial Times.

ნოურიელ რუბინმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბაკონის უნივერსიტეტში (მილანი, იტალია) და ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში. სტერნში მუშაობის დაწყებამდე ის იელის უნივერსიტეტის ეკონომიკის განყოფილების ფაკულტეტზე მოღვაწეობდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics