|
2019-10-18 14:03:21, 3373 ნახვა
ეკონომიკა
IRU-ის გენერალური მდივანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ტრანსპორტის პანელში მიიღებს მონაწილეობას
საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ორგანიზაციის (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო 22 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელში „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა" მიიღებს მონაწილეობას, როგორც პანელის ერთ-ერთი სპიკერი. უმბერტო დე პრეტო საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის (IRU) გენერალური მდივნის პოზიციაზე 2013 წლის ივნისში დაინიშნა. მან IRU-ში მუშაობა 1995 წელს, ეკონომიკურ საქმეთა ხელმძღვანელად დაიწყო. მოგვიანებით გახდა პოლიტიკის კოორდინატორი და სტრატეგიის ხელმძღვანელი, ხოლო 2002 წელს დაინიშნა გენერალური მდივნის მოადგილედ. მისი ხედვა 2020 წლისთვის შემდეგია: IRU უხელმძღვანელებს საგზაო ტრანსპორტის ინდუსტრიას ინოვაციების დანერგვაში და დარწმუნდება, რომ ინდუსტრია მზად არის ყველა გამოწვევებისა და შესაძლებლობისთვის. ოტავის კარლტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დამთავრების შემდეგ, უმბერტო დე პრეტო მუშაობდა კანადის მთავრობის მინისტრებისა და პარლამენტის წევრების იურიდიულ ასისტენტად. 1992 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, რათა მუშაობა გაეგრძელებინა ტრანსპორტის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. მალევე დაინიშნა საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორის მოადგილედ, სადაც პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო კომერციულ პრაქტიკებსა და ტექნიკებზე. დე პრეტო კანადისა და იტალიის მოქალაქეა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)