|
2019-10-18 12:36:56, 3289 ნახვა
ეკონომიკა
„ბილაინი“ NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია. Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეჯიბრი საქართველოში დღეს ასტროფიზიკის ობსერვატორიაში იწყება. NASA Space Apps Challenge საერთაშორისო 48 საათიანი ჰაკათონია. პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების გენერირებას, რომლებიც კაცობრიობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება. შეჯიბრი NASA Space Apps ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა, რომელიც ერთდროულად 200-მდე სხვადასხვა ლოკაციაზე მსოფლიოს გარშემო საასპარეზოდ იწვევს ყველა სრულწლოვან ადამიანს, ვინც დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. NASA Space Apps Challenge საუკეთესო შესაძლებლობაა მონაწილეებისთვის საქართველოდან ჩაერთონ გლობალურ კონკურსში და იმუშაონ ისეთ გამოწვევებზე, რომლებიც ამჟამად NASA-ს მიერაა განსაზღვრული როგორც პრიორიტეტი, დედამიწასა და კოსმოსში. ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ, ხოლო პირველ და მეორე საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდები ფულად ჯილდოებს მიიღებენ 2,000 და 1,000 ლარის ოდენობით. ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარებას. Tbilisi Startup Bureau-სა და ბილაინს შორის ეს უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა, რომელიც მიმართულია ახალგარდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების მხარდაჭრაზე.
(R)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)