22:52 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 12:18:44, 1110 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა.

კვირეული კატასტროფების რისკის შემცირების და ადრეული შეტყობინებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებითა და მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობით გაიხსნა თბილისის ზოოპარკში. კვირეულის ფარგლებში ცენტრისა და სამინისტროს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ თბილისისა და რეგიონების, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების 300-მდე მოსწავლებს და მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე ესაუბრნენ. შეხვედრები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების წინაშე არსებული საფრთხეები, ნარჩენების მართვა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკა.

გარემოსდაცვითი განათლების კვირეული, რომელიც მიზნად გარემოსდაცვითი საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს, 1977 წლის გარემოსდაცვითი განათლების პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციის შემდეგ დაწესდა. პირველი გარემოსდაცვითი განათლების მთავრობათაშორისი კონფერენცია 1977 წლის 14 ოქტომბერს თბილისში, UNESCO-სა და UNEP-ის ორგანიზებით ჩატარდა  და გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში განათლების როლი განსაზღვრა.

გარემოსდაცვითი განათლება კომპლექსური სწავლებაა, რომელიც საზოგადოებაში გარემოსდაცვით შეგნებას, ღირებულებებს და უნარ-ჩვევებს აყალიბებს. მისი მთავარი მიზანი გარემოს მდგომარეობაზე ადამიანის ქმედების ზეგავლენის შესწავლა და კვლევა, გარემოსდაცვითი პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების, დაცვისა და გაუმჯობესების საშუალებების ძიებაა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics