10:54 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 17:44:48, 2691 ნახვა

კომენტარი
გაერო-ს წარმომადგენელი - დევნილთა განსახლების კრიტერიუმები გვაძლევს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ, ვის უფრო მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება

„გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას გამოადგება იძულებით გადაადგილებული პირების სასარგებლოდ“, - ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელმა, მარატ ატამურადოვმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები შესაძლებლობას იძლევა, განისაზღვროს, ვის სჭირდება სახელმწიფოს დახმარება უფრო მეტად.

„გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სააგენტო შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და სამინისტროსთან ერთად. გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას გამოადგება იძულებით გადაადგილებული პირების სასარგებლოდ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, იმ საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდა, რომელიც სამინისტრომ შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. კრიტერიუმები გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ ის ადამიანები, ვისაც უფრო მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრა მარტივი არ არის,  თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს“, - განაცხადა მარატ ატამურადოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics