|
2019-10-17 17:06:12, 1572 ნახვა
ეკონომიკა
ვიტორ გასპარი - საქართველო სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ვიტორ გასპარმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას განაცხადა. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების, ფისკალური რისკების მართვისა და ფინანსთა სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების საკითხები. როგორც სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. „საქართველო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს. დეფიციტი შემცირდა, ამავე დროს, გაუმჯობესდა ხარჯვის პრიორიტეტებიც ინფრასტრუქტურისა და სოციალური მიმართულებებით. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სავალუტო ფონდთან ერთად, ყველაზე მეტად არის ჩართული შესაძლებლობების განვითარებაში. სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ საჯარო ფინანსების რისკების მართვის საკითხებზე, რომელიც ასევე გულისხმობს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესებას. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა", - განაცხადა ვიტორ გასპარმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)