23:16 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 14:16:28, 1384 ნახვა

საზოგადოება
TI - მთავრობამ არჩევნებამდე პენსიის და ხელფასების მატებისგან თავი უნდა შეიკავოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის შეფასებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს. 

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წლის ბიუჯეტში არსებული ეკონომიკური ზრდის 5% -იანი მაჩვენებელი საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია.

ამასთან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება.

" ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს; გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო რეალისტურ მაჩვენებელზე დაგეგმოს; ინფლაციის დონის მატების და ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურების ფონზე საბიუჯეტო პოლიტიკა მეტად უნდა იყოს თავსებადი გამკაცრებულ მონეტარული პოლიტიკასთან. მთავრობის ხარჯების, ბიუჯეტის დეფიციტის და გაზრდილი სახელმწიფო ვალის აღებას ნეგატიური გავლენა ექნება ლარის კურსზე და ინფლაციის დონეზე; მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და სახელმწიფო ვალის შემცირებაზე უნდა იფიქროს, ნაცვლად ვალის ზრდისა; ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას; ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული,  ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

სრული განცხადების სანახავად გადადით ბმულზე

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics