21:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 17:06:59, 1752 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ხობში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შეხვდა

სოფელი შავღელე, ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 21 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. დასახლება გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა, როდესაც ხობის რაიონში შუახევის, ქედისა და ხულოს რაიონებიდან სტიქიით დაზარალებული 300 ოჯახი ჩასახლდა.

თავდაპირველად, როგორც უბანი ისე არსებობდა, 2011 წლიდან შავღელეს დასახლებას სოფლის სტატუსი მიენიჭა და ამჟამად კომლთა რაოდენობა 310-ია, მოსახლეობა - 1079 ადამიანი.

სოფელში 46 გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს. მოსახლეობა ძირითადად მემარცვლეობასა და მესაქონლეობას მისდევს. აქაურ ნიადაგებზე კარგად ხარობს ციტრუსოვანი კულტურები.

შავღელეს მოსახლეობას დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქედისა და ხულოს მერებთან ერთად სტუმრობდა.შეხვედრაზე სოფლის მოსახლეობის პრობლემები განიხილეს და გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

,,დღეს შევხვდით სოფელ შავღელეს მოსახლეობას. ოჯახების უმეტესობას მთიანი აჭარიდან სოფელში ჩასახლება სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მოუხდა. ჩასახლება 80 -იანი წლებიდან დაიწყო და ეს პროცესი ეტაპობრივად გრძელდებოდა. პარალელურად, ოჯახების ნაწილი თავად ჩასახლდა სოფლად. შეხვედრაზე გავეცანით ეკომიგრანტების პრობლემებს, დავინტერესდით მათი საჭიროებებითა და ყოფითი პირობებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელეთ საკითხების მოგვარების გზებზე. მიმდინარე წელს მოვინახულე ჩვენი ეკომიგრანტები ვაზიანში, მუხროვანში და წალკაში. მათთან შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებ“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ხელისუფლების მიერ გამოჩენილი გულისხმიერებისთვის ეკომიგრანტებმა კმაყოფილება გამოხატეს.

ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ქედისა და ხულოს მერები ლევან გორგილაძე და ვახტანგ ბერიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შეხვდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics