|
2019-10-16 14:55:29, 746 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, თბილისში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა. წელს, ღონისძიების მთავარ თემას გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენდა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ ტრადიციულ ქართულ პროდუქტებზე, რომლებსაც ხარისხისა და ადგილწარმოშობის ეტიკეტი - გეოგრაფიული აღნიშვნა (GI – Geographical Indication) აქვს მინიჭებული. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ გახსნეს. „40 წლის წინ, გაეროს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ „მსოფლიო სურსათის დღის“ აღნიშვნის ინიციატივა დააყენა. მას შემდეგ ეს დღე რეგულარულად აღინიშნება. ჩვენც, FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად, ამ დღის აღნიშვნაში სხვადასხვა თემატიკით ვერთვებით. წელს აქცენტი გაკეთდა ჯანსაღ კვებაზე, რაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჯანსაღი კვება დაკავშირებულია უვნებელ და სასარგებლო სურსათთან და კვების ტრადიციულ წესებთან, რომლებიც, ურბანიზაციის ფონზე, სამწუხაროდ, თითქმის დავიწყებას მიეცა. საქართველოს ტრადიციული პროდუქტების წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ ტრადიციებს, მისი შენარჩუნების აუცილებლობის და არსებული პოტენციალის გამოყენების საკითხებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც შეხვედრაზე რაიმუნდ იელემ აღნიშნა, FAO აქტიურად მუშაობს მსოფლიოში საკვების ხელმისაწვდომობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილობრივი, ტრადიციული პროდუქტების შენარჩუნება და მათი მწარმოებლების მხარდაჭერაა. ,,სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ხარისხიანი საკვების ხელმისაწვდომობას; ცოდნასა და ტრადიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამყაროში, სადაც საკვების წარმოება ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის კლიმატის ცვლილება და შეზღუდული ბუნებრივი რესურსები“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ. ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO-სა და ჟურნალის National Geographic მხარდაჭერით, ქართული ტრადიციული პროდუქტების შესახებ ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის „უნიკალური ქართული გემო“ ჩვენება გაიმართა. მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა. მსოფლიო სურსათის დღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების დღეც აღინიშნება. ორგანიზაცია 74 წლის წინ დაარსდა და მსოფლიოს 194 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)