23:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 11:41:17, 695 ნახვა

საზოგადოება
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

ცვლილების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედი სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის, რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად გათვალისწინებულია 90%-იანი თანადაფინანსება  (არაუმეტეს 150,000 ლარი)  იმ შემთხვევაში, თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების/ცხვრების (ნერბი)/თხების(ნეზვი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს, შესაბამისად, არანაკლებ 150/1000/200 სულს.

ამავე ცვლილებით, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეუძლიათ რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად 95%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს, 150,000 ლარისა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად აღემატება 50 სულს.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით  დაფინანსდა 24 კოოპერატივი. სახელმწიფოს მხრიდან გაწეულმა თანადაფინანსებამ  შეადგინა 2,031,604 ლარი. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რომელიც საწარმოო დანადგარების შეძენაში დახმარებას ითვალისწინებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics