13:59 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 20:47:18, 2402 ნახვა

პოლიტიკა
ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კომპანიებმა ორ წელიწადში ნახევრი მილიონის ტენდერი მოიგეს

არასამთავრობო ორგანიზაციის ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა სულ 528 ათასი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, მელიქიძის კომპანიებმა 29 იდან 15 შემთხვევაში გაიმარჯვეს. აქედან 14 შემთხვევაში კი შემსყიდველი ახალციხის მუნიციპალიტეტია.

 "ზაზა მელიქიძის და მისი ოჯახის კომპანიები იგებენ ტენდერების უმრავლესობას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ. მერის კომპანიასთან მერიის ხელშეკრულებებს მერის მოადგილე გურამ მელიქიძე აფორმებს, რომელიც 2006-2008 წლებში ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერი იყო. " - წერია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე “ქართული ოცნებიდანაა”, თუმცა 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” 50,000 ლარი შესწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics