|
2019-10-15 20:03:56, 2087 ნახვა
პოლიტიკა
როლანდ ახალაია გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძეს მიმართავს - წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში
"გადავწყვიდე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ბოკერია-ბაქრაძის ინიციატივაზე. არც ერთი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ ვიცი, "ჩიტები" მიუტანენ ამბავს. ნაძირლობა ცუდია, მაგრამ ის უფრო უარესია , როცა ფსკერს ქვემოთაა,-ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალაია სოციალურ ქსელში წერს. "წლებია ხმა არ ამოგიღიათ თქვენ თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის პირდებით პოლიტიკურ ამნისტიას, ალბათ, თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლებ წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში. თქვენი წინასწარი განზრახულობაც ხომ ეგ იყო, რამდენიმე პირისთვის შეგეხოცათ ხელი და გათეთრებულები დარჩენილიყავით. მიუხედავად იმისა ივანიშვილთან გარიგებულები ხართ, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყოს, ვინ იქნება უფრო მაღლა თქვენ თუ კანონი. ნუ გვაღიზიანებთ გამწარებულ ოჯახებს თორემ ეს უსამართლობით გამოწვეული ისედაც პიკზე მყოფი"აგრესია" თქვენსკენ მობრუნდება და მაინც არ გისურვებთ მის განცდას, მიუხედავად იმისა, ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში. ეს არაა ლიტონი სიტყვები და ის აღსრულებადია. ამაში დარწმუდებით, როცა შესაფერისი დრო დადგება. საჯაროდ არაფერი გვითქვამს, ეს არ ნიშნავს იმას, არ ვიცოდეთ რა ხდებოდა ჩვენს თავს და ვის რა წვლილი მიუძღვით. არაფერი არ იმალება ხოლმე. მით უმეტეს ჩვენნაირ ერში. და ბოლოს ძალიან რომ არ გამიგრძელდეს. დღემდე არაფერი მითქვამს და აზრიც არა აქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი. გუნავა, შე არარაობავ, რა გადაგიხადეს ამდენი, რომ ყველაფერი გაყიდე, რისი გაყიდვაცაა შესაძლებელი. რას ეტყვი შენს შვილებს როცა წამოიზრდებიან. არა მგონია ყველა ბუნებით შენ დაგემსგავსოს და ნამუს--უნამოსობა არ გაარჩიონ. როგორ, თანაცხოვრობ შენი სიყმრის მეგობრების მტრებთან და რა ნამუსით შეგაქვს მათგან ნაბოძები და ღალატის სუნით გაჟღენთილი "სიკეთე" ოჯახში. ბოდიშს გიხდით ფეისბუქ მეგობრებო. უბრალოდ პატარა ამონახეთქია იმ უსამართლობისა და ღალატისაგან დაგროვილი მუხტისა, რასაც 7 წელია თან ვატარებ. შეიძლება ზოგს მოეწონოს, ზოგს არა, მაგრამ ვერ იტევს გული ამდენ პირადი კეთილდღეობისათვის მებრძოლი არაკაცების მოღალატურ ქმედებებეს. მწამს აუცილებლად დადგება ჟამი მოკითხვისა, თუ განკითხვისა. თუ ბედმა მარგუნა მოვესწრები. თუ არადა ცხოვრება გრძელდება და მომკითხავი მუდამ იქნება”,-წერს სოციალურ ქსელში როლანდ ახალაია.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)