23:43 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 18:09:53, 1219 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.

„მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებებით, მათ შორის, ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებასა და სანერგე მეურნეობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა პროდუქტიულობის ზრდას ნიშნავს. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით საუკეთესო შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა ყურადღება ფერმერებისთვის ცოდნის და  საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საუბარი შეეხო ახალი საგრანტო კომპონენტის ამოქმედების საკითხს, რომლის ფარგლებშიც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სოფლის განვითარების, ხოლო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზგასმით აღნიშნა,  ქვეყნის აგრარული დარგის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობის შესახებ და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics