23:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 11:56:15, 854 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა. 

შეხვედრა პრაღაში,  ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის  ინიციატივით ჩატარდა. ორგანიზაცია საქართველოში მედიცინის სფეროს განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.  ღონისძიებაში მონაწილეობა 100-მდე ქართველმა ექიმმა და საქართველოდან ჩასულმა სტუდენტებმა მიიღეს. შეხვედრაზე ახალი პროექტების შემუშავებაზე და საქართველოში მცხოვრები სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხებზე ისაუბრეს.  ექიმებმა სტუდენტებს ინოვაციური პროექტები გაუზიარეს, სტუდენტებმა კი  თავიანთი ხედვები და  ნამუშევრები წარმოადგინეს.

ეკატერინე ტიკარაძემ  ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს სიტყვით მიმართა და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.  მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი თავადაც  საზღვარგარეთ გაატარა და  კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა. 
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ქართული დელეგაციის სხვა წევრები, ასევე  დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.
ღონისძიება მომავალ  წელს ამსტერდამში გაიმართება. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics