|
2019-10-14 12:29:43, 2212 ნახვა
კომენტარი
მეუფე უკრაინის ავტოკეფალიაზე: დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და შემდეგ მოვა ჩვენი რიგიც
წმიდა სინოდის წევრის, მიტროპოლიტი ანანიას განცხადებით, ქართული ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს. ამასთან, მისივე განმარტებით, აღიარების საკითხი ხანგრძლივი პროცესია და მას შესაძლოა ათეულობით წელი დასჭირდეს. "ჩვენ ვართ დიპტიხში და დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ა.შ. და შემდეგ მოვა ჩვენი რიგიც. არ ვაღიარებთ, ეს სხვა რამეა. უკრაინის ავტოკეფალიას, დამოუკიდებლობას ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს. ერს უფლება აქვს, ნაციას, სახელმწიფოს ჰქონდეს ავტოკეფალია და ექნება კიდეც. ამის დრო დადგება. ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება. ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა ერთი და ორი წელი, არამედ ათეულობით წელი და მთავარია უკრაინელმა ხალხმა ეს მოისურვოს," - აღნიშნა მეუფე ანანიამ. შეგახსენებთ, 2018 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა. ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი გასული წლის 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის შემდეგ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, პირველმა, საბერძენთმა აღიარა.
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)