|
2019-10-14 12:21:32, 2051 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. ევროპის მოედანზე გამართულ ტრადიციულ ფესტივალს წელსაც უამრავი ადგილობრივი და ტურისტი ესწრება. აჭარული სოფლებისთვის დამახასიათებელი დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძეს ქუჩაზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორითაა წარმოდგენილი. გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაზრდილია ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და ისინი გარდა აჭარისა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც არიან წარმოდგენილები. დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჭაჭის გამოხდის, თამბაქოს დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ კუთხეში პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე დღეს ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“ „კოლხა“, და „არსიანი, ასევე ვოკალური ანსამბლები „ჭვანა“ და „ათძალი“ იზრუნებენ. საღამოს მუსიკალურ პროგრამას კი ბენდი Seaside დაასრულებს. 14 ოქტომბერი 14:00 – 14:30 - ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“ 14:30 – 15:30 - ვოკალური ანსამბლი „ჭვანა“ 15:30 – 16:30 - ლაზური ვოკალური ანსამბლი „ათძალი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა“ 16:30 – 17:00 - ყურძნის დაწურვა საწნახელში 17:00 – 18:00 - სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ 18:00 – 19:30 - ბენდი „Seaside” სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 13 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.
(NS)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)