|
2019-10-11 16:03:06, 12333 ნახვა
Lifestyle
კიმ კარდაშიანი სომხეთში გრიგორიანელად მოინათლა და ეგინე გახდა (ფოტო)
კიმ კარდაშიანი სომხეთში გრიგორიანელად მოინათლა და ეგინე გახდა კიმ კარდაშიანი ისტორიული სამშობლოდან სახლში, ლოს-ანჯელესში დაბრუნდა. ინტერნეტვარსკვლავის "უიქენდი" საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ის გრიგორიანელად ეჩმიაძინის ეკლესიაში მოინათლა. აგრეთვე ის სომხეთის პრემიერს, პრეზიდენტსა და თაყვანისმცემლებს შეხვდა. კიმის და კორტნის ნათლობის ცერემონია ,იუნესკოს მიერ დაცულ ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში, ჩატარდა. ნათლობის დროს კიმს - ეგინე, ხოლო კორტნის გაიანე სახელები მიენიჭათ. ვარსკვლავმა საკუთარი შვილებიც - სეინთი, ჩიკაგო და ფსალომი მონათლა. ცერემონიას კიმის უფროსი ქალიშვილიც ნორტი ესწრებოდა, მაგრამ ის 5 წლის წინ იერუსალიმში მონათლეს და ცერემონიას უბრალოდ ესწრებოდა. კარდაშიანმა "ინსტაგრამში" სურათებთან ერთად საკუთარი შთაბეჭდილებებიც გააზიარა: "მადლობა სომხეთს დაუვიწყარი დღეებისთვის. მადლია, ეჩმიაძინის მონასტერში შვილებთან ერთად მოინათლო, ქვეყნის მთავარ ტაძარში, რომელსაც სომხური სამოციქულო ეკლესიის ვატიკანს ეძახიან. ის 303 წელს იქნა აშენებული", - წერს კიმ-ეგინე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|








ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)