|
2019-10-11 15:56:29, 3316 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან არსებული გამოწვევები განიხილა
საქართველოს ბიზნესის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოში მოქმედი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებმა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ბექა ლილუაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრის მიზანი იყო, სამინისტროს ხელმძღვანელობას უშუალოდ ბიზნესგაერთიანებებისგან მოესმინა მთავარი პრობლემური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მათთვის ყველაზე პრიორიტეტულია. შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიზნესს, რათა შემდეგ დროულად მოხდეს მათი მოგვარება. ნათია თურნავას თქმით, პრემიერის დავალებით გააქტიურდება კომუნიკაცია ბიზნესთან. მისი თქმით, შემდგომ შეხვედრებზე უკვე კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა მოხდება, რომელთაც სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნესის ჩართულობის გაზრდაზე ისეთი ნორმატიული ბაზის ცვლილებებისას, რომელიც ბიზნესის საქმიანობის რეგულირებას შეეხება. ასევე ხაზი გაესვა საერთო სასამართლოებში გაჭიანურებული ბიზნეს დავების საკითხს და სხვა აქტუალურ საკითხებს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)