|
2019-10-10 16:41:00, 1980 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს სტუმრობდნენ
ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაეცნენ. ღვინის პროფესიონალების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „მარქ ენერჯის“ დირექტორი ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობდა. 16-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იმპორტიორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ღვინის პროფესიონალების ჯგუფი ღვინის მარნებს გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში ეწვია. ქუთაისსა და წინანდალში გაიმართა დამატებითი დეგუსტაციები, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პროდუქცია ამერიკელი პროფესიონალებისთვის წარედგინათ. აღნიშნული ღონისძიების მიზანი აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობაა. საქართველოს მეღვინეობის დარგთან შეთანხმებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 533206 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ითაა გაზრდილი.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)